,,ინტელის" ტრენინგი დაიწყო მოდულების ზოგადი შინაარსის გაცნობით. კურსის მთავარი მიზანია, დაგვეხმაროს მასწავლებლებს, რათა მოსწავლეებში განვავითაროთ 21-ე საუკუნის სააზროვნო უნარები; შევქმენით ჩვენი პორტფოლიო სათანადო საქაღალდეებით; ,,ვიუვერიდან" გადმოტვირთული დოკუმენტები განვათავსეთ შესაბამისად დასათაურებულ ფაილებში..
გავეცანით ბლოგს, თანმიმდევრულად მიმოვიხილეთ მოდულები და აქტივობები. მოვინიშნეთ ჩვენთვის საინტერესო საკითხები/ინდიკატორები. გავეცანით პროექტის გეგმის (,,რომეო და ჯულიეტა") შაბლონს და გავიაზრეთ. შევქმენით ბლოგები. ბლოგზე გავაკეთეთ 1-ლი დღის რეფლექსია.
ტრენინგზე მივიღე დავალება, წავიკითხო 1-ლი მოდულის სამი აქტივობა; მოვიფიქრო იდეა ჩემი პროექტისათვის.
ვისწავლეთ ჩასწორება, დიზაინისა და ფონების შეცვლა.
No comments:
Post a Comment